ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარჟა, რომლითაც ივანიშვილს ხეები გადაჰქონდა, გატყდა და ზღვაში ჩაიძირა

ბარჟა, რომლითაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, გურიიდან შეკვეთილის რეზიდენციაში არსებული დენდროლოგიური პარკისათვის ხეები გადაჰქონდა, შუაში გატყდა და სანახევროდ ზღვაში ჩაიძირა.

ინცინდენტი ივანიშვილის რეზიდენციის სანაპიროსთან გუშინ შტორმის დროს მოხდა. ეს უკვე მეორე ბარჟაა, რომელიც ხის გადატანას შეეწირა.

პირველი ბარჟა გასულ წელს გიგანტური ტიტას გადატანისას, ჩაქვის სანაპიროს რიფს დაეჯახა და დაზიანდა, შეკვეთილში კი უკვე მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა.

იტვირთბა....