ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

ხოლო, 24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

იტვირთბა....