სამხრეთ გერმანიის ქალაქ ვალდსჰუტის ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. ამ წუთებში ბანკის ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული და თავდამსხმელის დაკავებას ცდილობს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ბანკის შენობაში ორი თანამშრომელია დარჩენილი. პოლიციამ ცეცხლი გახსნა. მათი განცხადებით, შესაძლოა თავდამსხმელი დაჭრილი იყოს. ბანკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ შემოღობა.
მობილიზიებულია სნაიპერთა გუნდი. სამართალდამცავები ამ წუთებში თავდამსხმელთან კომუნიკაციის დამყარებას ცდილობენ. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ვერ ახერხებს იმ ოთახში შესვლას, სადაც ბანკის ორი თანამშრომელი იმალება. ბანკის მიმდებარე ტერიტორიის ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.