ფანასკერტელის ქუჩაზე მაცხოვრებელი, თეა ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:
“რა გავაკეთო, მითხარით, რომ ჩვენს ძვირფას მერიას გავაგებინო ააშენონ კედელი, ეს არის ეზო სადაც ხალხი დადის და ბავშვები თამაშობენ. ყოველ თვე მანქანა ვარდება. მერიას მივმართე და მერე რა …”-წერს ახობაძე.
ავტომობილი ეზოში მდგარ მანქანას დაეცა და დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-ს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაწოდა.