ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: არასოდეს ვაღლიცინებ მოსკოვურ “ტუსოვკას” ქართულ ხელისუფლებაზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი “მხიარულთა და საზრიანთა” გუნდის (КВН-ის) ქართველი წარმომადგენლების მოსკოვში გამართულ წარმოდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“როგორც არ უნდა მომწონდეს, ან არ მომწონდეს დღევანდელი ხელისუფლება, რა დროც არ უნდა გავიდეს, არასოდეს, ხაზს ვუსვამ, არასოდეს დავაცინინებ ჩემს მტერს მათზე. არასოდეს ვაღლიცინებ მოსკოვურ “ტუსოვკას” არცერთ მათგანზე. 2+2=4 ამბავია.”-წერს ჟორჟოლიანი.

მანამდე, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  გუნდს მიმართა სტატუსით: “ჩმორები”. 

ხოლო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, იუმორისტმა ამიკო ჩოხარაძემ, კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში უპასუხა და “კლავიატურის ვირთხები” უწოდა. 

იტვირთბა....