ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს

ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის ერთი მოქალაქე უკვე დაჯარიმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე, დავით დოლიძე აცხადებს, დღის განმავლობაში 1 საჯარიმო ოქმი უკვე დაიწერა და 80 -ლარიანი ჯარიმით იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა ნაგვის დაყრისთვის მოქალაქეების დაჯარიმება დღეს დაიწყეს.  კოდექსის შესაბამისად, 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება ისჯება 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით;
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით შენობა-ნაგებობიდან გარემოს დანაგვიანება – 100 ლარით ისჯება;
2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარი, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარი;
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – 50 ლარი (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას);
ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარი;
ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარი;
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ: ფიზიკური პირი – 400 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი.

იტვირთბა....