ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია კომიდან გამოვიდა,-ამის შესახებ “მეტრონომს” მისმა შვილმა, მიმი ვადაჭკორიამ დაუდასტურა:
“მეხსიერება აღუდგა. ვერ გეტყვით რამდენი პროცენტით, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მეხსიერება აღდგენილია. ცდილობს ლაპარაკსაც. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის იმასთან შედარებით, რასაც ექიმები ელოდებოდნენ, უკეთესია. დანარჩენი დროის მომენტია. ოჯახის წევრებს უკვე გვქონდა კონტაქტი მასთან. ამ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის სხვა კლინიკაში გადავიყვანეთ”.
ცნობისთვის, ზურა ვადაჭკორიას იშემიური ინსულტი ჰქონდა. ილუზიონისტი 28 თებერვალს გახდა ცუდად და თვე და ორი კვირა კომაში იყო.
აღსანიშნავია, რომ კომაში მყოფ ილუზიონისტს მეგობრები სოციალური ქსელიდან თუ მედიიდან “ყველაზე დიდი ფოკუსის ჩატარებას”-კომიდან გამოსვლას სთხოვდნენ.