ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საფრთხის შემცველი კედელი დიდუბის ბაზრობაზე: მოვაჭრეები მერიასთან აქციას მართავენ (ფოტოები)

“მეტრონომი” დიდუბის ბაზრის მოვაჭრეების აქციიდან

ავტორი: ნინი ცხადაია

თბილისის მერიასთან  დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები  აქციას მართავენ, რომელსაც ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერებიც შეუერთდნენ.

1

 

დიდუბის ბაზრობის ერთ-ერთმა მოვაჭრემ “მეტრონომს” აღუწერა ის სიტუაცია, რა მდგომარეობაშიც  მუშაობა უწევთ :

“ჩვენი ბაზრობა ჩაკეტა მომიჯნავე ბაზრობამ სამი მეტრის კედლებით. არქიტექტურის სამსახურმა პროექტი დაამტკიცა,  თუმცა შემდგომ სამაშველო უსაფრთხოების სამსახურმა დადო დასკვნა, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, რადგან სამი მხრიდან ჩაკეტილი ვართ, მეოთხე მხრიდან რკინიგზის ლიანდაგები გადის და რამე რომ მოხდეს, გასასვლელი არ რჩება. მხოლოდ ერთი საფეხმავალო გზა შემოდის ბაზრობაზე და ამიტომ გავკოტრდით. გარემოვაჭრეები ითხოვენ ადგილს, ხოლო ჩვენ, ბაზრობის მოვაჭრეები-უსაფრთხო ადგილს. ბაზრობის დირექტორი, ტრისტან დვალი ასაჩივრებს ყველაფერს ადმინისტრაციული საჩივრით და გვეუბნებიან, რომ მას ამის უფლება აქვს. რამდენი ხანი უნდა ველოდოთ?!  უკვე ერთი წელია რაც ჩაკეტილები ვართ. ბაზრობა კი ორად 2014 წლიდან გაიყო.  დირექციას ერთმანეთთან პრობლემები აქვს, ეჯიბრებიან და ჩვენ ვიჭყლიტებით.

გამაფრთხილებელი აქციით მოვედით, რომ მერიამ პასუხი გაგვცეს-აღებენ მეორე ბაზრობის კარს თუ- არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენი ძალებით გავხსნათ კარები, ან კარვები გავშალოთ მერიის წინ”-განაცხადა დიანა ხელაძემ “მეტრონომთან”.

როგორც “მეტრონომს” “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განუცხადა

“თბილისის მერია სიტყვით ამბობს, რომ მოვაჭრეებისთვის უკეთესი პირობების შექმნა უნდა. მოაწყვეს ერთდღიანი საჩვენებელი რეიდი მარჯანიშვილის მეტროსთან. სინამდვილეში გარე ვაჭრობა თბილისში არსებობს იმიტომ, რომ მას მერიის კორუმპირებული ჩინოვნიკები მფარველობენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის დიდუბის მეტროს სადგურთან მიმდებარე ტერიტორია,  სადაც ეს კანონიერი მოვაჭრეები ითხოვენ რომ ლეგალურად მისცენ ბაზრობაზე ვაჭრობის საშუალება, მაგრამ ვინმე ტრისტან დვალმა, არალეგალურმა მეწარმემ, ჩაუკეტა მათ ბაზრობაზე შესასვლელი და ამ ადამიანებს აიძულებს ქუჩაში ივაჭრონ. ანუ ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა მოვაჭრეები ითხოვენ, რომ ბაზრობაზე შეუშვან, ხოლო მერია აიძულებს, რომ გარეთ ივაჭრონ. დღის ბოლომდე ვაძლევთ მერიას საშუალებას, გამოასწოროს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოს დღეებში, მოვაწყობთ უკმაყოფილო და “გადაგდებული”ხალხის მარშს, სადაც საქართველოს ყველა მოვაჭრე შეიკრიბება და მსოფლიოს დაანახებენ ვინ მართავს საქართველოს. “-განაცხადა კუკავამ.

მერიასთან აქცია გრძელდება და მოვაჭრეები უწყების წარმომადგენელებთან შეხვედრას ელიან.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

მდინარაძე: ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ ნაც.მოძრაობის რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო

ხუხაშვილი: ახლა ეს ჭინთვები მხოლოდ მესამე მხარის სასარგებლოდ მოქმედებს

უკრაინამ მეგის ქარდავა საქართველოს გადმოსცა

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს და სახალხო დამცველს შეხვდა

Mariam Kharebava

ბარამიძე: მატყუარა ოლიგარქის გარშემოა შემოკრეფილი ეს უტიფარი არსებები, რომლებიც ნებისიერ რამეს კადრულობენ

Mariam Kharebava

გამყრელიძე: ბევრი ადამიანი, თუ აიცრება იოლად გადავიტანთ მეხუთე ტალღას და “შავი აგვისტო” აღარ გვექნება