საზოგადოება

“ტეხავს”: ნანუკა ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძის ხელფასზე

 

 

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი  დავით საგანელიძის მიერ  2016 წლის განმავლობაში თანამდებობრივი ანაზღაურების სახით 404 250 ლარი მიღებას,  რაც თვეში საშუალოდ 33 687.5 ლარს ნიშნავს, შემდეგნაირად ეხმაურება:

“ამ ხელფასების პარალელურად ტეხავს, ზურა ყიფშიძის 500 ლარი. და იმის პარალელურად, რომ მომღერლების ჩამოყვანას კულტურის მინისტრი თან ბიუჯეტიდან აფინანსებს, თან ბილეთებს ყიდის. ეს ყველაფერი კი მისი კომპანიის სასარგებლოდ ხდება. ეს პარალელები ტეხავს მეგობრებო, თორემ სიგარეტის ფულს, ზურა სულ იშოვის”-წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, საგანელიძის ხელფასთან დაკავშირებული  ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” ზეპირი ფორმით მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე თემურ ჩიხრაძესაგან, რადგან ქონებრივ დეკლარაციაში საგანელიძე შესაბამისი გრაფა ცარიელია.

 

 

იტვირთბა....