ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შავ ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

შავ ზღვაში 19 აპრილს ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.

საზღვაო სააგენტოში აცხადებენ,  რომ სამუშაოები წუხელ ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა.  მათივე ცნობით, გუშინ მაშველებმა ერთი ადამიანი გადაარჩინეს, ასევე ნაპოვნია სამი ცხედარი, რომელთა იდენტიფიცირებაც ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 19 აპრილს, დილით პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვის აკვატორიაში ჩაიძირა. სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

იტვირთბა....