ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და ამას ვერაფერი შეცვლის”

თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი  ლევენთ გუმრუქჩუმ  ქართულ მედიასთან თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მართალია დემონსტრაციები გაიმართა, თუმცა ის ყველა არჩევნების თანმდევი პროცესია.

„თქვენ იცით, რომ რეფერენდუმი ჩატარდა თურქეთში. აქტივობა იყო საკმაოდ დიდი. თითქმის 60 % მოქალაქეების იღებდა მონაწილეობას. ახლა შედეგები არაოფიციალურია, საბოლოო შედეგების გამოცხადებას ერთი კვირა, ათი დღე დასჭირდება. მართალია იქ იყო დემონსტრაციები, მაგრამ ეს ყველა არჩევნების თანმდევი პროცესია“,-განაცხადა გუმრუქჩუმ.

რაც შეეხება, საქართველო-თურქეთის ურთიერთობას, ელჩი ამბობს, რომ ეს ურთიერთობა ძალიან მტკიცეა და ამას ვერაფერი შეცვლის.

იტვირთბა....