საქართველოს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს, – მან ამის შესახებ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რუსეთისთვის მიყიდვის ეტაპი გააქტიურა. მისი თქმით, “თუ მოღალატეობრივად გაგრძელდა ეს პოლიტიკა აფხაზეთსა და ოსეთს დავკარგავთ.”
ნათელაშვილის თქმით, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს და სოხუმი დედაქალაქად გამოაცხადოს.