20 აპრილს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 24 გრადუსამდე, თბილისში – 24 გრადუსი.
რაც შეეხება 21-27 აპრილს, საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.
21 აპრილს, დღის ბოლოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება.
22 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, საქართველოში დროგამოშვებით არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
დღეს კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ნალექის ინტენსივობა დღის მეორე ნახევარში შესუსტდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი, პერიოდულად კი 20-25 მეტრი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი.