თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, კრწანისის რაიონში 19 აპრილს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, ათონელის, ორბელიანის, მტკვრის, ტელეგრაფის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ქავთარაძის, სანდრო ეულის, თავხელიძის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის და ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 09:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ქუჩიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის I, II, III ქუჩების, მახათას, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მცხოვრებლებს.
შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.