aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საქართველოს მოქალაქე ჩაძირულ გემზე: შავ ზღვაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი შავ ზღვის აკვატორიაში ჩაიძირა. გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა. მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟი რუსეთის ათი, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქისგან შედგება.

კატასტროფის ადგილზე ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა ხუთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ეკიპაჟის შვიდ წევრს კი ამ დრომდე ეძებენ. პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  ამ წუთებში დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

იტვირთბა....