ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“სად ვიქნებით 2075 წელს”: Apple-ის დამფუძნებელი სენსაციურ განცხადებას აკეთებს

კომპანია Apple-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი მიიჩნევს, რომ 60 წლის შემდეგ ადამიანები მარსის კოლონიზაციას შეძლებენ და ჭკვიან ქალაქებში იცხოვრებენ, რომლებსაც უდაბნოებში ააშენებენ. -ინფორმაციას USA Today ავრცელებს.

მსგავსი პროგნოზი ვოზნიაკმა Comic-Con-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გააკეთა, რომლის თემაც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა – “კაცობრიობის მომავალი: სად ვიქნებით 2075 წელს”.

“დედამიწა სიცოცხლის ადგილი იქნება, ხოლო მარსი – მძიმე მრეწველობის – თვლის ვოზნიაკი. მისი მოსაზრებით, იმ დროისთვის არამიწიერი ცივილიზაციების აღმოჩენა ვერ მოხერხდება. “ცდად ღირს, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს”, – აცხადებს ვოზნიაკი.

მისი თქმით, უდაბნოები მომავლის ქალაქებისთვის იდეალური ადგილია, რომელთა მშენებლობა ნულიდან უნდა დაიწყოს. ადამიანები გარეთ სპეციალურ კოსტიუმებში გამოვლენ. ვოზნიაკის თქმით, ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ადამიანები თვითდიაგნოსტიკას შეძლებენ და აღარ დასჭირდებათ ექიმებთან სიარული.

 

იტვირთბა....