სერბეთში, იტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, ქართველი “კანონიერი ქურდი” ლაშა ნიჟარაძე, იგივე “ლაშა წყალტუბსკი” დააკავეს. ნიჟარაძე 2014 წლიდან იძებნებოდა, მას შემდეგ რაც იტალიამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებზე დევნა დაიწყო,-ინფორმაციას crimerussia ავრცელებს.
ლაშა ნიჟარაძეს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება სხვა კრიმინალებთან ერთად, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნა, რომელიც ევროპის ფარგლებში ქურდობით, რეკეტითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.