ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი: პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში გამართულ რეფერენდუმს განცხადებით ეხმაურება:

“ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.”- ნათქვამია საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებაში.

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

იტვირთბა....