ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სააღდგომო თემას ეხმაურება:
“ა, ბატონო, შარშანდელი ჩემი პოსტია. ხელახლა რომ არ ვწერო,ზუსტად იგივეს ვფიქრობ დღეს და ზუსტად იგივეს დაწერა მომინდა დღეს, როცა ღვინით და პროდუქტებით საფლავებზე გასულ ადამიანებზე დაწერილი სტატუსები წავიკითხე.
ხოდა, პირდაპირ დავაკოპირე შარშანდელი. დრო გადის და ჩვენ ისევ შარშანდელ განხილვებს ვუბრუნდებით.
რატომ დავდივარ ბებია-ბაბუების საფლავებზე და რატომ განვაგრძობ ტრადიციას, რომელიც რატომღაც ,,პრადვინუტების,, საქილიკოდ იქცა … იმიტომ რომ სწორედ მათგან მაქვს ნასწავლი, ვის საფლავებზე დღეს მე ავდივარ ხოლმე წითელი კვერცხებით, პასქით და ღვინით.. მათგან ვიცოდი მთელი ცხოვრება, რომ ეს იყო წასული ადამიანების სიყვარულის და მოგონებების საუკუნოვანი ტრადიცია.. ყოველთვის ვიცოდი, რომ საჭმელი, რომელიც ჯერ მათთან ერთად მიგვქონდა და ახლა უკვე მათ საფლავებზე მიმაქვს ხოლმე, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა რეალურად… მიმაქვს, ვტოვებ კარგად შეფუთულს და ვიცი,რომ მას აუცილებლად წაიღებს ის,ვისაც ყველაზე მეტად შია და სჭირდება…
არ მივიღებ არასოდეს ჩემი ტრადიციების დაცინვას და არც იმას, რომ თუ მე, ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი იქ ერთ ან სამ ჭიქა ღვინოს დალევს, თურმე სიბნელეა და ღრეობა.. ასე იქნება ჩემს სიკვდილამდე და მერე, ჩემს შვილსაც აუცილებლად ეცოდინება, რომ ესაა სიყვარულის და მოგონების ჩვენეული ტრადიცია, რომელიც არასოდეს უნდა დაივიწყოს…. ხო, კიდევ-ბებიაჩემი და ბებიაჩემის ბებიაც ასე მეუბნებოდა და მასწავლიდა ხოლმე – ქრისტე აღ-ს-დგაო და დღემდე ასე ვამბობ მეც..
ესეც ჩემი ბავშვობიდან წამოღებული ჯადოსნური სიტყვებია და ასე ვამბობ დღემდე.. მე მიყვარს ჩემი ქვეყნის ტრადიციები, მიყვარს და ორგანულია ჩემთვის მიცვალებულის მოსახსენებელ დღეებში ჩემების საფლავებზე დატვირთული ასვლა (ჩემი წამოსვლოდან ხუთ წუთში ვიღაც უცხოებს რომ მიაქვთ ეს საჭმელი), მიყვარს იქ კვერცხის გადაგორებაც და ერთი ჭიქა ღვინის დალევაც, რადგან ძალიან უყვარდათ ეს ყველაფერი მათ, ვინც ამ ტრადიციებით გამზარდა და მიყვარს ასე საფლავზე ჩამომჯდარი მათთან ჩემთვის ბუტბუტი…
ხოდა ძალიან მაღიზიანებენ ამ ტრადიციებზე მოქირქილე და მოღადავე ადამიანები და მომავალ აღდგომასაც ასე მოგილოცავთ”, ქრისტე აღსდგათქო, მომავალ წელსაც ავალ საჭმელებით სავსე ხელჩანთით სასაფლაოზე, ავიტან ღვინოსაც და კიდევ ერთხელ მოვეფერები იმ ადამიანებს, ვინც აღარ მყავს და ვინც ჩემი ქვენის ყველა ტრადიცია შემაყვარა”.