თურქეთში დემონსტრანტები რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებენ. პროტესტს მოსახლეობა შეუერთდა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს არ ეთანხმება და მის გაბათილებას ითხოვს.
რეფერენდუმზე გამოტანილი საკონსტიტუო ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე), ასევე უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.
შგახსენებთ, თურქეთის რეფერენდუმში საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებიდან 711-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 59.34%-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს წინააღმდეგ მისცა ხმა, 40.66%-მა კი მას მხარი დაუჭირა.
საქართველოში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი – თბილისში, თურქეთის საელჩოში და ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში.
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კვლავ შენარჩუნებული იქნება უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.