ოკუპანტებმა ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე გასული საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
ჯარიაშენის მკვიდრები – ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რეზო სრესელი ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
სრესელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკავეს. მას სავარაუდოდ 2 000-რუბლიანი ჯარიმის ნაცვლად 5 000-რუბლიანი ე. წ. ჯარიმის გადახდას დააკისრებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ გათავისუფლებაზე მუშაობს. უწყებამ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა.

