ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთის რეფერენდუმში საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებიდან 711-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

თურქეთის რეფერენდუმში საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეებიდან 711-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 59.34%-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს წინააღმდეგ მისცა ხმა, 40.66%-მა კი მას მხარი დაუჭირა.

საქართველოში ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი – თბილისში, თურქეთის საელჩოში და ბათუმში, თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

გუშინ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცეს ხმა. ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

იტვირთბა....