რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული სააღდგომო მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში ჩაატარა. აღდგომის აღსანიშნავად ათი ათასობით მორწმუნე ვატიკანში ჩავიდა და სააღდგომო მესას წმინდა პეტრეს ტაძარში დაესწრო.შეკრებილ მრევლს, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ტრადიციული ქადაგებით – Urbi et Orbi მიმართა.
რომის პაპმა ქადაგებაზე ყურადღება გაამახვილა სირიაში, უკრაინასა და აფრიკაში არსებულ ვითარებაზე, ასევე, პონტიფიკოსმა იძულებითი მიგრაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა შესახებაც ისაუბრა.
„დაე, ქრისტე გახდეს მათი თანამგზავრი, ვინც შეიარაღებული კონფლიქტის, ტერაქტების, შიმშილისა და რეპრესიების გამო საკუთარი მიწა დატოვა“,- აღნიშნა რომის პაპმა.
ქრისტიანული სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.