ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ჩვენ ადრეც გვქონდა რამდენიმე რეფერენდუმი, მაგრამ ეს განსაკუთრებულია”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ხმა სტამბოლში მისცა. მან იმედი გამოთქვა, რომ შედეგი დადებითი იქნება.

„ჩვენ ადრეც გვქონდა რამდენიმე რეფერენდუმი, მაგრამ ეს განსაკუთრებულია. ის ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებას ეხება და უფრო ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს. თურქეთი საკმარისად განვითარდა, მაგრამ მას ახალი იმპულსი სჭირდება. იმედია, ხალხი ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ეს ცვლილებები განხორციელდება,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

საარჩევნო უბნები თურქეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა. თურქეთის დაახლოებით 55 მილიონი მოქალაქე სარეფერენდუმო კითხვას გასცემს პასუხს. ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

თუკი მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება.

იტვირთბა....