უცნობმა პირებმა პანამის საფეხბურთო ნაკრების წევრი, 33 წლის ამილკარ ენრიკესი ქალაქ კოლონში, საკუთარ სახლთან ახლოს ჩაცხრილეს, – ამის შესახებ Daily Mirror-ი წერს. გამოცემის ცნობით, სპორტსმენს რამდენჯერმე ესროლეს. ფეხბურთელი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ენრიკელსმა პანამის ნაკრების შემადგენლობაში 75 მატჩი ჩაატარა. ბოლო შეხვედრა მისი მონაწილეობით 28 მარტს, აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა. პანამის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა