“ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ერი გამთლიანდება” – ამ სიტყვებით მიულოცა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
“ვუსურვებ საქართველოს ფეხზე წამოდგომას, ყველა ოჯახს – გაძლიერებას, წელში გამართვას. ღრმად ვარ დარწმუნებული, ქვეყანა დაიბრუნებს დიდებას, რომელიც გვენატრება. ერის გამთლიანების გარეშე ქვეყნის დიდება ვერ მიიღწევა. პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს ღერძი იყო პავლე მოციქულის სიტყვები, რომ სხვის დასანახად გაკეთებული სიკეთე ცოდვად იქცევა და სიმართლე, თუ ქედმაღლობით ვატარეთ, აუცილებლად დაიმსხვრევა. ვისურვებდი, საქართველოს მიეღწიოს იმ მდგომარეობისთვის, როცა ერი და ბერი გაერთიანდება. მაქეთკენ მივდივართ”, – აღნიშნა პრემიერმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ.