საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“20 საუკუნის წინ მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღდგა იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლე მიეცა კაცობრიობისთვის. ყოველ წელს ჩვენ ვზეიმობთ ბოროტების დამარცხებას სიკეთის და სიყვარულის მიერ,”-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.