ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

Washington Post: აშშ ამჟამად არ აპირებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას

Washington Post-ის ინფორმაციით, რომელსაც ანონიმურ  წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, აშშ ამჟამად არ აპირებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას. გავლენიანი მედიის წყაროს ინფორმაციით,  გეგმა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოკორეული რაკეტა სამხრეთ კორეის, იაპონიის ან აშშ-ის წინააღმდეგ იქნება მომართული.

ომის სანაცვლოდ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის განხორცილება გადაწყვიტა-აცხადებს Washington Post.

 

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ჩრდილო კორეისკენ გაგზავნილმა სამხედრო ხომალდებმა ავიადარტყმისთვის ხელსაყრელი პოზიციები დაიკავეს და იმ შემთხვევაში თუ ფხენიანის ლიდერი მორიგ ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, შესაძლოა ამერიკული ხომალდებიდან პრევენციული დარტყმა განხორციელდეს.

კერძოდ, ორი გემი ტომაჰავკის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი, ხოლო რეგიონში ბომბდამშენებიც გაგზავნილია.

ჩრდილო კორეის ლიდერის განცხადებით კი, აშშ-ს საპასუხოდ, ისინი ომისთვის, მათ შორის ბირთვული ომისთვისაც მზად არიან. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

იტვირთბა....