ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვანოს შოუ” არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ არ გავიდა გადაცემა “ვანოს შოუ” 14 აპრილს:

“ვანოს შოუ”, რაც მე რ2-ის დირექტორი ვარ, არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს. მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით.
ეს არაა არხის პოზიცია. რუსთავი 2 ემყარება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და აცნობიერებს, რომ მისი მაყურებელი მიეკუთვნება განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს. თუმცა, ამასთანავე, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი, საკუთარი რელიგიური მოსაზრებების გამო, შეუძლებლად თვლის ამ დღეს გასართობ გადაცემაზე მუშაობას. შესაბამისად, არხიც პატივს სცემს თანამშრომლების ამ მოსაზრებას და არ თვლის დასაშვებად და შესაძლებლად, აიძულოს ისინი, იმოქმედონ საკუთარი რელიგიური გრძნობების საწინააღმდეგოდ.”-წერს გვარამია.

იტვირთბა....