ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაოცებულები ვართ”: ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშს პასუხობს

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია რუსთავი2–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე პასუხობს:

“ეს განცხადება თითქოს მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ ქიბარ ხალვაშის მიმართ. მით უფრო გაოცებულები ვართ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, მისი გაღიზიანების უკან შეიძლება სხვა რამე დავინახოთ. კერძოდ, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ქიბარ ხალვაში ან მთავრობა ამზადებს ნიადაგს, როგორ დაარღვიოს ის პირობა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე ჩვენ მოგვცა. თუ ის დაარღვევს ამ პირობას, რისი ნიშნებიც უკვე ჩნდება, ეს იქნება მისი გადასაწყვეტი, ან იმ ადამიანების გადასაწყვეტი, რომლებიც შესაძლოა ახლა უკვე მის უკან იდგნენ. დღეს ასე უადგილოდ გაკეთებული განცხადება ბევრ ეჭვს ბადებს. ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ თავიდანვე არ მოსწონდა ის პირობა რომელიც ქიბარ ხალვაშმა დააყენა. რადგან არცერთ ხელისუფლებას არ სჭირდება თავისუფალი და უკონტროლო რუსთავი 2. შესაბამისად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ ქიბარ ხალვაშმა ეს პირობა დაარღვიოს. ის რომ რუსთავი 2 უკონტროლო იქნება, თუ დამფუძნებლებს დაუბრუნდება, – ეს ფაქტია,“ – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

დღეს ქიბარ ხალვაშმა არ გამორიცხა, რომ დამფუძნებლებს შორის ზეპირი შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

იტვირთბა....