ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევა: თბილისის მოსახლეობის რამდენი პროცენტი გადის სააღდგომოდ ქალაქიდან

ACT-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით თბილისის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41%) სააღდგომოდ ქალაქიდან გასვლას გეგმავს.
თბილისში დარჩენილი მოსახლეობის თითქმის სრული უმრავლესობა კი აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად ემზადება.
სააღდგომო კვერცხების წითლად შეღებვას გამოკითხულთა სრული უმრავლესობა- 95 პროცენტი აპირებს.
პასკის გამოცხობას გამოკითხულთა 16 პროცენტი გეგმავს. მხოლოდ 4 პროცენტი სადღესასწაულო სუფრისთვის პასკის არც შეძენას და არც გამოცხობას არ აპირებს.

იტვირთბა....