აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა, -ინფორმაციას ინტერნეტპორტალი AMBEBI.GE ავრცელებს.
“აბაშიძე თითქმის 15 წელია მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან ორი შვილი – დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალბატონის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.”-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

