მაია რჩეულიშვილი მისი მეუღლის ვახტანგ რჩეულიშვილის პანაშვიდს ან გასვენებას დაესწრება. მისმა ადვოკატმა უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას შესაბამისი მოთხოვნით, თუმცა ჯერ უცნობია, როდის მისცემენ მსჯავრდებულს ამის უფლებას. კანონის შესაბამისად, პანაშვიდს ან გასვენებას ის ბადრაგების თანხლებით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაესწრება.
“წარვადგინეთ ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია და მოვითხოვეთ, რომ მაია რჩეულიშვილს მისცემოდა საშუალება რაღაც გარკვეული პერიოდი, რათქმა უნდა მეთვალყურეობის ქვეშ, დასწრებოდა პანაშვიდს და დაკრძალვას. ჩვენი განცხადება განხილულია. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ წერილობითი პასუხი იმიტომ, რომ დაემთხვა დასვენების დღე, მაგრამ არაოფიციალურად ვიცით, რომ ეს შესაძლებლობა მიეცემა მაია რჩეულიშვილს” -აცხადებს რჩეულიშვილის ადვოკატი მარიამ ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
მეუღლის დაღუპვის გამო მაია რჩეულიშვილი შესაძლოა დროებით გამოუშვან

