ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის 2 %-ი ვერ აღდგა. ფრესკების გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, ფრესკების სრული აღდგენა გაწმენდითი სამუშაოების მესამე ეტაპზე მოხდება, რის შემდეგაც საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება:
“შეუძლებელი იყო იმ 2 %-ზე შეხება, რომ რამე არ დაგვეზიანებინა და შეუქცევადი პროცესები არ დაწყებულიყო. იგეგმება მესამე ეტაპი, რომლითაც დაიწყება ის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს როგორც ჭვარტლის, სიღრმისეულ მოშორებას, გაწმენდას ფერების, ასევე იმ ნაწილსაც შევეხებით რასაც აქამდე არ შევხებივართ. ვფიქრობთ, რომ სამონსატრო ცხოვრება სრულფასოვნად გაგრძელდება მესამე ეტაპის დასრულების შემდგომ” განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

