ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე

საქართველოში 13-15 აპრილს ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. მათი განცხადებით, 13  აპრილის დღის ბოლოდან 15 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს ინფორმაციით, 13 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ცალკეულ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
ქვეყნის უმეტეს ნაწილზე უამინდობა შენარჩუნდება 14 აპრილსაც, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. უამინდობა შენარჩუნდება 15 აპრილის დილამდე, დღისით შედარებით გამოიდარებს.

ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელია 16 აპრილს. სინოპტიკოსები 16 – 17 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში მოსალოდნელია +20, +25 გრადუსი, თუმცა 16 -17 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში უამინდობა შენარჩუნდება, მოსალოდნელია წვიმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 16 აპრილს დღისით და 17 აპრილს დილის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

იტვირთბა....