ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სახის შეზღუდვები იქნება ბანკებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკები არასამუშაო რეჟიმში გადადიან. როგორც “მეტრონომს” “საქართველოსა” და “თიბისი” ბანკში განუცხადეს, 14-15-16-17 აპრილი დასვენების დღეებია, ხოლო 14-15 აპრილს იმუშავებს ინტერნეტ ბანკის გადარიცხვების დამოწმების მორიგე ჯგუფი.

კერძოდ, ამ დღეებში არ იმუშავებს ბანკების ფილიალები, თუმცა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ინტერნეტბანკი და ბანკომატები.

რაც შეეხება გადარიცხვებს, არასამუშაო დღეებში არ განხორციელდება და ამგვარ დღეებში გადარიცხული თანხა აისახება მხოლოდ სამუშაო დღეებში. უფრო ზუსტად, ლარში 3000 ლარამდე გადარიცხვები დასტურდება მხოლოდ ავტომატურად, ხოლო 3000 ლარზე მეტს, სამუშაო საათები ესაჭიროება.

აღსანიშნავია, რომ 16 აპრილის გარდა, ბანკების ზოგიერთი სერვის ცენტრი მაინც იმუშავებს.

იტვირთბა....