დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მეტრო ,,დელისის” მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა გარემოვაჭრეებმა საკუთარი ნებით შეწყვიტეს. ,,დელისთან” მიმდებარე ტერიტორია უკვე დაასუფთავეს.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ქალაქის სხვადასხვა რაიონის გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.
fortuna.ge-ს ფოტოები