სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი”, რომელიც ორ რადიოსადგურს ფლობს, ემზადება ახალი სეზონისთვის. პირველი მაისიდან რადიო თბილისი FM 93.5 მსმენელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს, როგორც რადიო-გადაცემების, ასევე ინტერნეტ პროექტების მიმართულებით.
დღეს სატესტო რეჟიმში გაეშვა რადიო თბილისის ვებგვერდი www.tbilisifm.com
საიტზე მიმდინარე საორგანიზაციო პროცესებში თავად მსმენელიც იქნება ჩართული. რადიო თბილისის მენეჯმენტის განცხადებით, კომპანია მზად არის ითანამშრომლოს ბლოგერებთან და გაითვალისწინოს მსმენელის აზრი.
1 მაისიდან საიტზე დაიდება შოუ-ბიზნესისა და კულტურის სიახლეები. სოციალურ ქსელში დაიწყება ყოველდღიური ვიქტორინები, ხოლო ტალღა 93.5 FM შემოგთავაზებთ ყველა სეგმენტს მორგებულ შემეცნებით-გასართობ პროგრამებს.
ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის.
ვქმნით იმისთვის, რომ რადიო დაიწყოთ ჩვენით.