ისტორიაში პირველად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ნიამორი გამოჩნდა. ის ლაგოდეხის ნაკრძალში ერთ-ერთმა ფოტო-მახემ დააფიქსირა. ნიამორი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველია.
ცნობისთვის, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტო მახეები CNF-ის (CNF – Caucasus Nature Fund) მხარდაჭერით ჯიხვის აღსარიცხავად დაყენდა.