თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე აპირებს, რომ კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ ცნობილი თოქ-შოუ ,,რეაქციაში” გახდა. დოლიძის განცხადებით, თეატრის მსახიობები ხელფასების დაკლებას აპროტესტებენ და მთავარ პასუხისგებლობას კულტურის მინისტრს აკისრებენ.
,,ახლა მომწერა ქეთი დოლიძემ და მითხრა, რომ თქვენ სასამართლოში მოგიწევთ მისვლა იმიტომ რომ გიჩივლათ”, – ასე მიმართა ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს, რაზეც მინისტრამ უპასუხა:
,,ქეთი დოლიძის ტყუილ-მართალზე თუ გვინდა საუბარი ეგ ეთერი ამისთვის არ გვეყოფა სხვა დროს ვისაუბროთ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თოქ-შოუ “რეაქციაში” სტუმრად სხვადასხვა თეატრის მსახიობები იყვნენ, რომლებიც კულტურის მინისტრს და სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, აღნიშნული ბრალდებები მინისტრმა შოუში ჩართვისას უარყო.