ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ნოდარ მგალობლიშვილმა თეატრი დატოვა: ზურა ყიფშიძის ხელფასი – 500 ლარი, საგანელიძეს – 26 000

“ახალგაზრდა რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი კულტურის მინისტრს თეატრებში, მსახიობებთან მიმართებაში მიმდინარე პროცესებზე პასუხის გაცემას თხოვს:

“კულტურის სამინისტრო გამობრძანდეს კულტურის მინისტრი და აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე! რატომ შიმშილობენ მსახიობები?! მე არ ვგულისხმობ იმათ, ვისაც ოლიგარქი თავისი პროექტისთვის აფინანსებდა წლების მანძილზე, მე არ ვგულისხმობ სულგაყიდულ ,,წითელ ინტელიგენციას”, მე ახლა ვსაუბრობ ახალ თაობაზე, ჩვენი თეატრის აწმყო-მომავალზე, რომელიც კრიზისშია და ზოგიერთ მათგანს 100 და 500 ლარი აქვს ხელფასი, ანუ იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე ხელისუფლების მედროშე სპეციალისტებს უსაქმურობისთვის დანიშნული აქვთ სხვადასხვა სსიპ-ში. ზურა ყოფშიძეს 500 ლარი და საგანელიძეს 26 000 ლარი ?!

თუ მთავრობისთვის არ არის პრიორიტეტული თეატრი, გვითხრან და ისევ ხალხი მოვიკლებთ რამეს და შევქმნით ფონდს ნიჭიერი მსახიობების მხარდასაჭერად !!! – წერს ირაკლი ღლონტი.

ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციიდან” გახდა ცნობილი, რომ მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა.

სავარაუდოდ, მსახიობის ეს გადაწყვეტილება მსახიობებისთვის ხელფასის განახევრებას უკავშირდება.

იტვირთბა....