წუხელ გორში ავტობანთან, 26 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით მძღოლი მიიმალა და მძიმედ დაშავებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დატოვა. დაზარალებული რამდენიმე საათის მანძილზე გზაზე იწვა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა როდესაც, ახალგაზრდა სავარაუდოდ, ავტობანზე ასვლას და გამგზავრებას აპირებდა. ის უგონო მდგომარეობაში, ჯარისკაცმა გამთენისას ნახა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დაშავებული ექიმებმა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია, თუმცა მის სიცხოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება და რეანიმაციაში რჩება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, მომხადრთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. სქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.