ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავი–ლილოს გზაზე ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

რუსთავი–ლილოს გზაზე ერთი საათის წინ ავატოავარია მოხდა- ერთმანეთს 6 ავტომობილი  შეეჯახა.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც  რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....