ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“საქართველოსთვის წვევამდელთა სისტემის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით წვევამდელებს პროფესიული არმიის ფარგლებში მოღვაწეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოსთვის წვევამდელთა სისტემის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, ბალტიის ქვეყნები და სკანდინავიის ქვეყნები. მცირე დემოგრაფიული მოცულობიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ აუცილებელია რაოდენობრივადაც ვიყოთ ადეკვატურები საფრთხესთან არა მხოლოდ აღჭურვილობით, არამხოლოდ ვთქვათ პროფესიული არმიის კომპონენტებით არამედ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით.

სამხედრო კომპონენტის ფარგლებში ეს გულისხმობს წვევამდელთა სისტემის სასიცოცხლოდ არსებობას და რეზერვის მობილიზაციის სისტემის სასიცოცხლოდ აუცილებელ არსებობას, სწორედ ამ ნაბიჯების გააზრებით და რეზერვის გაძლიერების ლოგიკით იყო ნაკარნახევი ის, რომ ჩვენ ეს ნაბიჯები გადაგვედგა. რაც შეეხება თითოეული დაცულობას, ღირსეულ არსებობას, ჩვენ მათ არ ვაძლევთ იმ ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, რაც კლასიკურად წვევამდელების ფუნქციაა.

ჩვენ წვევამდელებს მივცემთ პროფესიული არმიის ფარგლებში მოღვაწეობის შესაძლებლობას. მათ ექნებათ იგივე საბაზისო მომზადება. მათ ექნებათ უქმე დღეების გამოყენების შესაძლებლობა. ასევე თუ ჰქონდათ 7-8 ლარი ხელფასი თვეში, ექნებათ 50 ლარი, რაც საგრძნობლად მზარდი ტენდენციაა. რაც შეეხება ფუნქციურ დატვირთვას, ძირითადი ლოჯისტიკური ამოცანები იქნება, მაგრამ პოტენციური საფრთხის შემთხვევაში, გამომდინარე თავისი მზადყოფნის დონიდან, მას ექნება იგივე კვალიფიკაცია და უნარები ჩაერთოს პროფესიონალ არმიასთან ერთად სამხედრო ოპერაციებში.“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....