თავდაცვის ექს-მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოცქსელში პოსტს დებს და მისი შინაარსის გათვალისწინებით, ის მინისტრს მიმართავს და მას საინტერესო კითხვებს უსვამს:
“ბოდიშს ვუხდი ყველა ჟურნალისტს ვისაც 2 დღის მანძილზე ვერ გპასუხობთ. სამწუხაროდ არ შემიძლია ინტერვიუს მოცემა. ამიტომ აქედან შეგეხმიანებით და ბუნებრივია შეგიძლიათ ამ კომენტარით ისარგებლოთ ინტერესის შემთხვევაში.
აქვე განვმარტავ რომ ვეყრდნობი ინფორმაციებს რომელსაც ipn ავრცელებს, ვინაიდან ტელევიზორის ყურების საშუალება არ მაქვს.
1 – რეზერვის და მობილიზაციის კონცეფცია ჩემი მინისტრობის დროს არის შემუშავებული და ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე მთავრობაში. ის გენშტაბის შესაბამისი ოფიცრების მრავალწლიანი შრომის შედეგია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, უფრო განვავრცეთ და დოკუმენტად ვაქციეთ.
სამწუხაროდ, ადამიანი რომელსაც ლომის წილი მიუძღვის მის შექმნაში, დღეს ჯარში აღარ მსახურობს. კონცეფციის შემუშავების პროცესში რამდენიმე ათეული საჯარო შეხვედრა გავმართეთ, განსაკუთრებით ბევრი სტუდენტებთან სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მაქსიმალურად შევუსაბამეთ იმ ინტერესებს, რომელიც ამ შეხვედრების დროს გამოითქვა იმათ მიერ ვისაც ყველაზე მეტად შეეხება მომავალში. ასევე განვიხილეთ კომიტეტთან ერთად ორჯერ. საწყის და დასკვნით ეტაპზე.
ისე რომ, ძალიან უხერხულია კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები, მაგრამ არა გასაკვირი.
2 – ვარსკვლავიანი შტატების გაუქმების გადაწყვეტილება სტრატეგიულ დონეზე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იყო მიღებული, ხოლო რეალურად მისი მოქმედება და განხორციელება ჩემი მინისტრობის დროს განხორციელდა.
მადლობა ბატონ იზორიას, რომ ეს პროცესი არ გააჩერა, თუ არ გააჩერა. სრული ინფორმაციის არქონის პირობებში რთულია იმის თქმა, რამდენად სწორად და სამართლიანად წარიმართა პროცესი ჩვენს შემდეგ.
თუმცა ცალსახად ვადასტურებ, რომ სწორედ ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, მისი 80 პროცენტი დასრულებული იყო და სწორია ბატონი იზორია თუკი ის ბოლომდე მიიყვანა.
3 – პირამიდა, რომელზეც ბატონი იზორია საუბრობდა დღეს, სამწუხაროდ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამახინჯდა მნიშვნელოვნად. ყველა მანამდელი პროცესი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფელბის დროს იყო ამ თვალსაზრისით 20-მაგად და მეტად გაუარესდა და ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ იმ ტიპის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ვარსკვლავიანი კადრები და პოლკოვნიკები უფრო მეტი არ ყოფილიყო ჯარში, ვიდრე ე.წ. ხიშტი. ამ პროცესის გაგრძელება სწორია და მისასალმებელი და იმედია ამ გზაზე შეფერხება აღარ იქნება.
სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ყველაზე კომპეტენტურია ამ საქმეში და ვისი პრინციპული პოზიციაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება რეფორმის წარმატებას, აღარ მუშაობს გენშტაბში.
4 – თუმცა იმისათვის, რომ პირამიდის ფუნდამენტური პრობლემები მოგვარდეს აბსოლუტურად სავალდებულოა საკონკტრაქტო სამსახურში გაწვევა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთ ერთი მთავარი მიზეზი იაერარქიული ამოტრიალების და მახინჯი პირამიდის ჯარის ე.წ. ჩუმი შემცირების პოლიტიკა იყო, რომელიც ჩემმადე ხორციელდებოდა. ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის მანძილზე საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა არ მომხდარა, შესაბამისად არ მომხდარა ჯარის შევსება და შესაბამისად მივიღეთ ის უზარმაზარი პრობლემა რომელიც მე დამხვდა.
ჩემი მინისტრობის დროს მოხდა პირველი გაწვევა საკონტრაქტო სამსახურში და ჩვენს მას კამპანიის ხასიათი მივეცით მეტი ახალაგაზრდის დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით. ჩვენ 3 ციკლი მოვასწარით და დავტოვეთ გეგმა – როგორ უნდა მომხდარიყო შევსება.
სამწუხაროდ, ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. არადა უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ რამდენი ადამიანით შეივსო შეუარაღებული ძალები 2017 წლის შემოდგომა-ზამთარში?
პირამიდის მოწესრიგება მხოლოდ ამ ფორმით არის შესაძლებელი.
ბრიგადის გაუქმება/არგაუქმება სიტყვებით თამაშია ორივე მხრიდან. რეალურად ქაღალდზე რომ გვიწერია, მთავარსარდალი რომ წარადენს და პარლამენტი რომ ამტკიცებს, შესაბამისად ქვეყანას განცხადებული აქვს, რომ ამხელა ჯარი სჭირდება, იმხელაა ეს ჯარი თუ არა, ეს არის მთავარი. დანარჩენი, რამდენი ბრიგადა იქნება და სად განლაგებული ეს უმნიშვნელოვანესი, მაგრამ სხვა ტიპის საკითხებია.
5 – განათლების მინისტრთან ერთდ იდეა გვაქვსო, მეტი პატრიოტიზმი შევიტანოთ სკოლებშიო.
ორი მინისტრის წინამორბედებს ამგვარ შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ 2015 წლის 8 აგვისტოს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმზე, და ორივე სამინისტროს ერთობლივი გუნდი მუშაობდა პროგრამაზე.
აქვე დავამატებ, რომ ამ იდეის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებთანანაც ვმუშაობდით ადგილობრივი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც თანამედროვე საქართველოს გმირები გაიზარდნენ და გირჩევთ ეს მიმართულებაც გააგრძელოთ.
6 – Army Card – საშეღავათო ბარათი ჯარისთვის ასევე ჩვენ შევქმენით და გავაკეთეთ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის წასახალისებლად. კარგია რომ ეს პროექტი არ გადააგდეთ, მოგეწონათ და აგრძელებთ.
7 – დელტას ხელმძღვანელი.
საქმე პროკურატურაში უნდა გაგზავნილიყო.
ტყუილია მინისტრის მტკიცება, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევები. სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მორიგება შედგა. ანუ სამინისტრომ თავად აღიარა დარღვევა და შეუთანხმდა ამ პირს. ამაში პრობლემა არაფერია თავისთავად, ბატონ იზორიას შეუძლია ვისაც უნდა იმას მოურიგდეს, ან გაურიგდეს, ეს მისი პრეროგატივაა, უბრალოდ ტყუილის თქმა არ არის საჭირო ამ გზაზე. სულ ეს არის.
დელტას ხელმძღვანელი საკითხი ბოლოს იმიტომ დავწერე, რომ ყველაზე ნაკლებად ნიშვნელოვანია იმ ყველაფრიდან რაც დღეს კომიტეტზე თქმულა და თქვენ რომ არ გეკითხათ არც კი მივაქცევდი ყურადღებას.
8 – რამე ახალ, კარგ იდეას რომ შემოგვთავაზებთ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს და სხვებსაც მოვუწოდებთ მხარდაჭერისთვის, ჩვენს კარგ იდეებს რომ გააგრძელებთ, ამაშიც დაგიჭერთ მხარს იმიტომ, რომ ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია მათი გაგრძელება, როგორც დაწყება იყო მნიშვნელოვანი.
9 – და ბოლოს, მნიშვნელოვანი ამბები რომელზეც პასუხი გასაცემია:
– დაიწყო თუ არა ფრანგული კონტრაქტის შესაბამისად ფულის გადახდა, წელს უნდა დაწყებულიყო?
– როგორია 2017 წელს კონტრაქტით გასაწვევი კონტინგენტის რაოდენობა?
– რა დაემართა გენინსპექციის დასკვნას “დელტაზე”, რომელიც გრიფიანია და ამიტომ მასზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს და იქ გამოაშკარავებული დარღვევები პასუხგასაცემია”?