ბოლო მონაცემებით, კალიფორნიაში 4 ადამიანი დაიღუპა. დაწყებით სკოლაში, საკლასო ოთახში, სროლის შედეგად 2 მოსწავლე დაშავდა. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
სან ბერნანდინოს პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა სკოლაში, სადაც მისი ცოლი ასწავლიდა, მან მოკლა ცოლი, 2 მოსწავლე და თავი მოიკლა.
BBC-ის ცნობით, ბრალდებული 53 წლის კედრიკ ანდერსონია, რომელიც წარსულში იარაღის უკანონოდ ტარებისა და ოჯახში ძალადობის გამო ნასამართლევი იყო.