შეერთებული შტატები და რუსეთი სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტიდან ერთ ნაბიჯში არიან,-ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი, რუჰანი აცხადებს, რომლის განცხადებასაც დასავლური მედია ავრცელებს:
,, გაუშვეს გაზი, დაიხოცნენ ადამიანები. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, შეიქმნას საერთაშორისო კომისია ამ საკითხის შესასწავლად, რაც ჩვენი აზრით, სირთულეს არ წარმოადგენს … თუ აღმოჩნდა რომ გაზი ტერორისტებმა გაუშვეს, მაშინ რაღას იზამს აშშ? თუ ტერორისტები დარწმუნდნენ რომ გაზის ყოველ გაშვებაზე ამერიკა მხარს დაუჭერს, რა მოუვა რეგიონს?”- აცხადებს რუჰანი.
7 აპრილს შეერთებულმა შტატებმა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.
აშშ-მ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.
ამერიკელების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები“, – განაცხადა ჰომსის გუბერნატორმა. როგორც Al Jazeera იუწყება, სირიის ხელისუფლება შაირათის ავიაბაზიდან დაშავებულთა ევაკუაციას ახორციელებს. გამოცემა Al Arabiya-ს ინფორმაციით, ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა.