ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს პრეზიდენტზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე ყველაფრის გადაბრალებამ გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებენ კონსულტაციების სხვადასხვა კანონპროექტებთან დაკავშირებით.

„პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,  ეს არის მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როცა ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში, ვიწრო სივრცეში, ამ დროს აქვს სწორედ ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებს, ეჭვიანობას.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფერის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტისადმი, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმე კარნახით.

ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, ექსპერტებშიც. სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის გუნდი ღიად აწარმოებდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან,  მოსმენების კანონთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტერიტორიულ მოწყობასთან, აფხაზეთის თემასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით,  ეს იყო ღია კონსულტაციები თემატურ საკითხებზე და არა  – კონსპირაციული“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

იტვირთბა....