ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქარი და ნალექი: უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 – 11 აპრილს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დედაქალაქში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ, 11 აპრილს – ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

12 – 15 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით  იწვიმებს, ღამის საათებში მაღალმთაში მოთოვს.

16 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის  უმეტეს  ნაწილზე  გამოიდარებს.

იტვირთბა....