ტრაგიკული შემთხვევა თურქეთში – ქალაქ რიზესთან სამგზავრო მიკროავტობუსის ავარიას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 6 პირი.
წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა.
დაშავებულები ქალაქ რიზეს საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილი.